მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება გამჭვირვალობა. ეს მოდის კეთილი მიზნებიდან, რაც არის უპირობო საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 07 მაისი 2024, 18:11

თუ სხვა ქვეყნებში მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, იცოდეს, ვინ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ რა გავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რატომ არ აქვთ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს , - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება გამჭვირვალობა. პოლიტიკურ პროცესებში გარდა პოლიტიკოსებისა, ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ამასაც სჭირდება გამჭვირვალობა. ეს მოდის კეთილი მიზნებიდან, რომელიც მიმართულია საქართველოს სტაბილური განვითარებისკენ, რაც არის უპირობო საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას, ძალიან რთული იქნება საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციის საკმაოდ რთულ პროცესზე, რომელიც წინ გვაქვს გასავლელი. კარგია, რომ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ პასუხისმგებლობაა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა. რა თქმა უნდა ეს საჭიროებს მეტ გამჭვირვალობას, რაც სამწუხაროდ დღეს არ გვაქვს უზრუნველყოფილი.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ დაგვიმალავს, ვესაუბრებით პარტნიორებსაც. ვცდილობთ ავუხსნათ ამის [გამჭვირვალობის] საჭიროებები, თუმცა გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები არგუმენტების გარეშე, რომ ეს ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს, დააზიანებს ევროატლანტიკურ კურსს. არანაირი ახსნა არ მოჰყვება, როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობამ დააზიანოს ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ეს პირიქით, დაეხმარება ქვეყანას სტაბილურობაში, პოლიტიკური პროცესის უკეთ წარმართვაში. თუ სხვა ქვეყნებში მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, იცოდეს, ვინ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ რა გავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რატომ არ აქვთ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს და რატომ არ შეიძლება ჩვენც ვიცოდეთ, როდესაც საქმე შეეხება პოლიტიკურ გამჭვირვალობას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა
არქივი