გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ, 20 ივნისის საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ - გიორგი ვოლსკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 07 მაისი 2024, 18:25
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა, მმართველ გუნდში შეფასებები გაკეთდა. 

როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს:

"მითითებულია რომ აქცია იყო აგრესიული და ემუქრებოდა სახელმწიფო წესრიგს და მის მიმართ ზომების მიღება დაშვებული იყო, თუმცა ტექნიკურ ნაწილში არის შენიშვნები, უფრო მეტის, კომპენსაციები არის განსაზღვრული კონკრეტული პირების მიმართ, რა თქმა უნდა, არც გამოძიებისა და არც ქმედებების ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული გარკვეული სტანდარტები, რომელიც ევროპულ სტანდარტს ახასიათებს. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა დაადასტურა ის, რაც უკვე რამდენიმე თვეა ვამბობთ - არც გამოძიება იყო ჩატარებული სათანადოდ და ქმედებებშიც სერიოზული გადაცდომები იყო. რასაკვირველია გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ ამაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და კონკრეტულად გასცეს პასუხი კონკრეტულ შეკითხვებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი