კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი უცხოელ აგენტთა რეესტრის კანონპროექტზე: ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 07 მაისი 2024, 19:16
მედეგი და ინფორმირებული მოსახლეობა ჩვენი საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა.

კანადის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის შეზღუდვას - დაწყებული სკოლის საბჭოებიდან და დამთავრებული თემთა პალატით.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

„კანონპროექტის უმეტესი ნაწილი მოითხოვს მათგან, ვინც მოქმედებენ უცხო ქვეყნების სახელით, რათა გავლენა მოახდინონ კანადის პოლიტიკაზე ან მთავრობაზე, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში. უცხოური აგენტების ასეთი რეესტრები არსებობს აშშ-სა და ავსტრალიაში“, - წერს CBC News-ი.

მათ, ვინც დაარღვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრის წესებს, მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა შეიძლება დაემუქროს.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად აქცევს უცხოური სუბიექტის ან მისი სანდო პირის მიერ სკოლის მმართველობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, როგორც ყველაფერს სკოლის საბჭოდან დაწყებული უნივერსიტეტებითა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი