მაკა ბოჭორიშვილი: როცა ვხედავთ, რომ აშშ-თან მაღალ დონეზე დიალოგის შესაძლებლობისთვის გარკვეული წინაპირობებია წამოყენებული, ეს უხერხულობას ქმნის და კითხვებს აჩენს თუ რამდენად კეთილსინდისიერი და გულწრფელია ეს შემოთავაზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 07 მაისი 2024, 19:21

როცა ვხედავთ, რომ აშშ-თან მაღალ დონეზე დიალოგის შესაძლებლობისთვის გარკვეული წინაპირობებია წამოყენებული, ეს უხერხულობას ქმნის ასეთი დიალოგის წარმოებისთვის და კითხვის ნიშნებს აჩენს თუ რამდენად კეთილსინდისიერი და გულწრფელია ეს შემოთავაზება თუ სურვილები, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება განწყობებს ორივე მხრიდან და ეს არ არის დროებითი ფაქტი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ეს ჩვენი დამოკიდებულებითა და ქმედებით არაერთხელ დაგვიდასტურებია. დაგვიდასუტრბია თუნდაც ჩვენი პარტნიორების მხარში დგომით ისე, როგორც შეუძლია პატარა ქვეყანას იმ დიდი უსაფრთხოების გამოწვევის პირობებში, რომლის წინაშეც დგას. ეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, მე მგონი, ამ ურთიერთობებში სათანადოდ უნდა იყოს შეფასებულიც და დაფასებულიც“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც გააღრმავებდა აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით თუ რა იქნებოდა კარგი იმისათვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო ხელშესახები ყოფილიყო საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის და უფრო მეტად გავაღრმავეთ ის ურთიერთობები, რაც შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორებს. მივანიშნეთ კიდეც, რომ კარგი იქნებოდა თუ დავიწყებთ საუბარს უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე, მეტ ეკონომიკურ კავშირებზე, რაც რა თქმა უნდა, შექმნიდა მეტ კავშირებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ასევე, საჭიროა პოლიტიკური დიალოგი. თუკი ეს დიალოგი შესაძლებელი იქნება მაღალ დონეზე ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსა და აშშ-ის შორის, თუმცა, როცა ვხედავთ, რომ ამ დიალოგის შესაძლებლობისთვის გარკვეული წინაპირობებია წამოყენებული, ეს უხერხულობას ქმნის ასეთი დიალოგის წარმოებისთვის და კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რამდენად კეთილსინდისიერი და გულწრფელია ეს შემოთავაზება თუ სურვილები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი