აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 09 მაისი 2024, 22:44

ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

სახელმწიფოდ დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და გამოძიებისკენ მოუწოდა.

"ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.

და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს”, - განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ნათელი გახადა, როგორია „ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას“.

„მაგრამ ამ მომენტში, წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განვახორციელოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი - ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამ მაჭარაშვილი - ჩერგოლეიშვილმა თქვა, საერთო სიის დროს წავაგებთო, ცალ-ცალკე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირათ ხელში, წაგება გარანტირებული აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა, განსხვავებული აზრის მოსმენა, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია
არქივი