პოლიციელებმა ბლოგერი უჩა დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 09 მაისი 2024, 22:57

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან გამოიყვანა, რა დრისაც ის მის სახლთან შეკრებილ აქტივისტებს მიესალმა.

პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს.

ადგილზე იმყოფებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეოები“ დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ცდილობენ მონიშნონ საქართველო, როგორც სანქციების ცეცხლის სამიზნე. ორჯონიკიძეობა სხვა კი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვებს აქეზებ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა
შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ
შალვა პაპუაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე: ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული, ასე რომ, იმაზე საუბარი თითქოს ვინმეს გადასახადების გადახდა არ უნდა, არასერიოზულია
არქივი