დიმიტრი ხუნდაძე: ქართველი ხალხი აქციებს ყოველთვის მართავდა ხოლმე დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით - დღეს კი აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 09 მაისი 2024, 23:10
"შარშან თითქოს ქართველ ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, მაშინ რატომ ართმევენ დღეს?" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა. 

დეპუტატის შეფასებით, გასულ წელს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ დაწყებულმა კამპანიამ, რომ ის რუსულია, იმუშავა, თუმცა, ხუნდაძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ მესიჯმა დღეს ძირითადად მხოლოდ ახალგაზრდებზე იმოქმედა. 

"შარშან თითქოს ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, რატომ ართმევენ დღეს?! ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, აცდენილია რეალობას. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუჩა ვერ დააფორმირა - 20-25 კაცი დადიოდა, ხან აღმა, ხან დაღმა და წამოვიდა შეძახილები, თითქოს ეს კანონი არის რუსული. მაშინ ამან იმუშავა და  გარკვეულწილად დღესაც, მაგრამ ეს მესიჯი სადღაც გაქრა. ძირითადად, ახალგაზრდებზე იმუშავეს. არადა, ეს არის ის თაობა, რომელმაც უფრო მეტი უნდა წაიკითხოს და მეტი იცოდეს, თუმცა, დაკვეთა ასეთი იყო "არ წაიკითხო და გააპროტესტე." დღესაც რომ შეეკითხები, რატომ არის ეს კანონი რუსული, არ იცის, რადგან "იმან" ასე თქვა. 

საქართველოში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, ძალიან ბევრი აქცია გვახსოვს ჩვენც და ძალიან ბევრი აქცია ახსოვს ჩვენი მშობლების თაობასაც, მაგრამ აქციების უდიდესი ნაწილი იმართებოდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით. დღეს კი ქუჩაში აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით, რადგან "იმან ასე თქვა." ახალგაზრდა თაობა, რაოდენობრივად საკმარისი არ იყო და იქ ვხედავთ სკოლის ბავშვებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამ მაჭარაშვილი - ჩერგოლეიშვილმა თქვა, საერთო სიის დროს წავაგებთო, ცალ-ცალკე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირათ ხელში, წაგება გარანტირებული აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა, განსხვავებული აზრის მოსმენა, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია
ანჯეი დუდა - შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით, პოლონელებმა, რომლებიც განვიცდით 2010 წელს სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკის, სიცარიელის გრძნობა
არქივი