უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 09 მაისი 2024, 23:21

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს.

ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

"უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა. 

ამ დროისთვის აბაშიძის სახლთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. აბაშიძეს, მისი ძმის თქმით, ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენება და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ეძლეოდა. 

ბლოგერის ასევე ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.

"მგონი, ყველამ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს [დაკავება]. ეს არის იმ დაშინების მცდელობების გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო. ახლა გვეშინია, სახლში რომ არ გვიშვებენ რამე არ ჩაუდონ, ან რამე სისულელე არ მოუგონონ", - თქვა მან. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენზე კარგად ჩვენს საქმეს არავინ მიხედავს. ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს. უცხოელი წარმოადგენს თავისი ქვეყნის ინტერესს, უცხო ქვეყნის მინისტრები წარმოადგნენ თავისი ხალხის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს
უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
პრემიერი: „ნაცმოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად
ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს
არქივი