პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - ერთ-ერთმა აღიარა დანაშაული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 09 მაისი 2024, 23:23

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დავით კოლდარმა პროცესზე "ბრალი აღიარა".

"ისეთ ვითარებაში ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. "კაპეზეზე" ყოფნის დროსაც, ვფიქრობდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გავაკეთე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - თქვა კოლდარმა სასამართლოზე. 

მოსამართლემ კოლდარს მიმართა, შეეძლო თუ არა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ "სხვა გზა არ ჰქონდა", თუმცა ბრალდებულმა უარის ნიშნად თავი გააქნია. 

პროცესის დაწყების წინ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დანაშაულს აღიარებდა. ხინთიბიძემ ბრალდებულის ვინაობა არ დაასახელა. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ ყველაფერი განახორციელა ანგარების მოტივით და გარკვეულმა პირებმა ფული გადაუხადეს.

ბრალის თანახმად, გიორგი კუჭუაშვილმა აქციის დროს ბლაგვი საგანი მოარტყა სახეში პოლიციელს, ხოლო დავით კოლდარი პოლიციის მანქანაზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია.

კუჭუაშვილის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

კიდევ ოთხი დაკავებულის ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამ მაჭარაშვილი - ჩერგოლეიშვილმა თქვა, საერთო სიის დროს წავაგებთო, ცალ-ცალკე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირათ ხელში, წაგება გარანტირებული აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ევროპელობა და ევროპული ღირებულება ნიშნავს უნარს, შეგეძლოს დისკუსიაში შესვლა, განსხვავებული აზრის მოსმენა, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ანტიევროპულია
ანჯეი დუდა - შეძრწუნებული ვარ ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვით, პოლონელებმა, რომლებიც განვიცდით 2010 წელს სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ვიცით შოკის, სიცარიელის გრძნობა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა
არქივი