უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 10 მაისი 2024, 07:44

დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები.

მისივე თქმით, სურათზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული.

„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია“, - წერს უჩა აბაშიძის დედა.

შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.

დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს
არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის
არქივი