ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 10 მაისი 2024, 12:41

პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის. მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და არც რუსული კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდ გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ასევე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც, ფაქტობრივად, ოჯახებში, სახლებში უცვივდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, როგორც მათ სჩვევიათ - ლაჩრულად, მალულად, მიპარვით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „ტვ პირველთან“ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც, ფაქტობრივად, აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი, ცხადია, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ. ხალხს რომ სჭირდება, ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს, უცვივდებიან სახლში, სცემენ ახალგაზრდებს, ურეკავენ პენსიონერებს, დედებს, მშობლებს, არასრულწლოვან შვილებს და აგინებენ. ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ხალხზე ზრუნვა, ასე გვეუბნება ივანიშვილი.

დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა, აიძულონ, დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები. ასევე, დღეს აპირებენ, ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არ წავიდნენ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. ამიტომ, მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
არქივი