შსს - უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ვაზნა - ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 10 მაისი 2024, 12:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, -აცხადებენ უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი
ენტონი ბლინკენი - ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება
არქივი