გურამ მაჭარაშვილი პრემიერის წერილზე: გვახსოვს თაობათა შორის დაპირისპირება, პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია - გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 10 მაისი 2024, 15:07
ირაკლი კობახიძის ამ წერილში ნამდვილად იგრძნობოდა ის გულწრფელობა, რითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს - ყველა ასაკის წარმომადგენელს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, სადაც ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს. 

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული წერილიდან ჩანს, რომ სახელმწიფო იმ გულწრფელ ახალგაზრდებზეც იზრუნებს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი. 

„ირაკლი კობახიძის ამ წერილში ნამდვილად იგრძნობოდა ის გულწრფელობა, რითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს - ყველა ასაკის წარმომადგენელს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ზოგადად, ასაკი ინდულგენცია არ არის. არაერთხელ გვახსოვს ისტორიაში თაობათა შორის დაპირისპირება. პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია, რომ გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, (ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეგნებულად არის წასული ამ ძალადობრივ აქციებზე), ირაკლი კობახიძე მიმართავს. ის რომ, ახალგაზრდა ბერბიჭაშვილმა მოხუცი ილია ჭავჭავაძე მოკლა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ასაკით არ შეიძლება განისაზღვროს, რა არის მართალი და რა არის არასწორი. პრემიერის წერილში ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ახალგაზრდაზე, მათ შორის მათზეც, ვინც შეცდომაშია შეყვანილი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
არქივი