„საზოგადოება და ბანკები“ - 179 235 მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 22 მაისი 2024, 15:07

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179,235 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. 179,235 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.4 მლრდ ლარი.

იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+27%, 1 აპრილი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 194,570 ლარს, იპოთეკურის 53,012 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,474 ლარს შეადგენს. 2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის თითქმის ტოლფასია (+18%). ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 42%-ს შეადგენს და 10 მლრდ. ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.

2024 წლის პირველი აპრილის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული  სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.7% შეადგინა, რაც დაახ. 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (15.9%). 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის აპრილის თვეში 1.5% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. ცენტრალური ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, სულ მცირე, შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე. ასევე, ჯერჯერობით გაურკვეველია ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი