თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 27 აპრილი 2024, 13:09

დღეს ბათუმობაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში მისალოც ტექსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბათუმს არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს.

„ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი. ბათუმის საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია. ბათუმში ხორციელდება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით და არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი
დავით ქართველიშვილი: ევროდეპუტატზე ძალადობის დამგმობი დეკლარაციის მიღებაზე უარი თქვა ჩვენი „ნაცმოძალადეების“ „ნათლიმამამ“ - ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რითაც მწვანე აუნთო დეპუტატების ცემას
ზურაბ ქადაგიძე - ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ
ზურაბ ქადაგიძე: აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო
თამთა მეგრელიშვილი შსს-ს განცხადებაზე: კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული - ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით
არქივი