ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 09 მაისი 2024, 20:47

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენპოლიტიკურიაო იტყვით?!

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია. უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?!

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე - დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური გავლენების ჩარევის აღკვეთის თემა მზარდად აქტუალურია იმ ფონზე, როცა მსგავს პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოს უსინდისოდ აკერებენ პრორუსულობის იარლიყს
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება იმ ევროპელი დეპუტატების მიერ, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში!
ედიშერ გვენეტაძე-რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი და მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება- ამას მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ეწოდოს- ზერელე, აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის მიმართ
ლევან ნიკოლეიშვილი - ორმაგი სტანდარტები და ყალბი ნარატივები, რაც შეიძლება მათთვის არ შეიძლება ჩვენთვის, ახალი არ არის. ამის დასტური კი ურსულა ფონ დენ ლაინის განცხადებაა, რომელსაც უცხოური ჩარევები არჩევნების მთავარ საკვანძო საკითხად მიაჩნია
დავით ქართველიშვილი: ურჩი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული, მართლმადიდებელი ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის" გეგმებს ეწინააღმდეგება, მიზნების განხორციელებას ხელს უშლის
არქივი