მიხეილ ჯანელიძე - შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი - ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 30 აპრილი 2024, 15:27
შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ის ეხმიანება 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს.

„როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:

- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.

ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩვენს რევოლუციონერებს ვინმემ აუხსნას, რომ მათ მიერ დახატული სურათი, რომლის თანახმად კაპიტოლიუმის ბორცვებზე მზე საქართველოზე ფიქრით ამოდის და ჩადის, „ოდნავ" გადაჭარბებულია
ზურაბ ქადაგიძე ვატო ქავთარაძეზე: კეზერაშვილისგან 15 000 ევროს იღებს ყოველ თვე. აბულინგებს სარეკლამო კომპანიებს და აძალებს აქციებზე სიარულს. დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს.
ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: სწორედაც მშვიდობა გვჭირდება ომის ნაცვლად, განვითარება, მეტი განათლება - რადიკალურ ოპოზიციას ბევრი ფული სჭირდება ქვეყნის ასარევად, ქვეყნის ომში ჩასათრევად
გია აბაშიძე - დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური გავლენების ჩარევის აღკვეთის თემა მზარდად აქტუალურია იმ ფონზე, როცა მსგავს პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოს უსინდისოდ აკერებენ პრორუსულობის იარლიყს
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება იმ ევროპელი დეპუტატების მიერ, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში!
არქივი