მამუკა არეშიძე: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 30 აპრილი 2024, 20:52
როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან, - ასე უპასუხა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” შეკითხვას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს.

როგორც არეშიძემ განმარტა, არ არის გამორიცხული, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა კანონის მხარდამჭერი განცხადებებით განგებ ცდილობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვას, ვინაიდან, კარგად იციან, რომ მათი დადებითი პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. “თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას. როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია.” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი "Politico"-ს ინფორმაციაზე: ჩვენს სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან, თუ ამერიკელებს სურთ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, ლობისტების ვირტუალურ აღქმებს არ უნდა დაეყრდნონ
ზურაბ ქადაგიძე Politico-ს ინფორმაციაზე: იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს - საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის თვალში „მნიშვნელოვანი" და „მდგრადი" პროგრესი საქართველომ თავისი უახლოესი ისტორიის უკანასკნელ 30 წელიწადში თუ ვერ აჩვენა, არც კი ვიცი, რამდენი ათეული წელი გვაქვს გამოყოფილი ამისთვის
ნანა კაკაბაძე: პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია როგორც „მოლოტოვის კოქტეილი“, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“, „ნაცებს“ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
დავით ქართველიშვილი: ჩვენს რევოლუციონერებს ვინმემ აუხსნას, რომ მათ მიერ დახატული სურათი, რომლის თანახმად კაპიტოლიუმის ბორცვებზე მზე საქართველოზე ფიქრით ამოდის და ჩადის, „ოდნავ" გადაჭარბებულია
არქივი