დავით ქართველიშვილი საქართველოსა და უდაბნოში დასჯილ მოსეზე: ჩვენც იგივე არ დაგვემართოს, არ მოვკვდეთ ამდენი ხნის ხეტიალის გამო უდაბნოში" და საკუთარი მცირედმორწმუნეობის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 01 მაისი 2024, 10:42
„დღეს შეკითხვაც კი: „გვეშველება რამე" - მცირედმორწმუნეობის ყველაზე მკაფიო მაგალითია,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ ეპიზოდს ადარებს, რა დროსაც უდაბნოში მყოფი მოსე ღმერთში ეჭვის შეიტანის გამო, ანუ მცირედმორწმუნეობის გამო, დაისაჯა.
„ახლა კი ჩვენზეც ვილაპარაკოთ და ჩვენს ძირითად „აქილევსის ქუსლზე" - მცირედმორწმუნეობაზე. დიდი მოგზაური არ გახლავართ, მაგრამ ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება იორდანიამ დატოვა ჩემზე და მათ შორის, ნეროს მთამ - ადგილმა, სადაც უფალმა 40-წლიანი ხეტიალის შემდგომ უდაბნოში დატოვა მოსე და მდინარე იორდანეს გადალახვის უფლება არ მისცა, მოსეს (!) მცირედმორწმუნეობის გამო. მონობიდან თავისუფლებისკენ მიმავალი ებრაელები პერიოდულად უჯანყდებოდნენ მოსეს, ენატრებოდათ ეგვიპტე და ლაქიაობა, სისტემატურად ეწუწუნებოდნენ ღმერთს და ზეციური ღვთაებრივი მანანას გემოს უწუნებდნენ ეგვიპტურ შემწვარ თევზთან შედარებით. ერთხელაც კვლავ ძლიერ მოსწყურდათ უდაბნოში...
ებრაელებს მალევე დაავიწყდათ, რომ ღმერთმა მათ უკვე ორჯერ მისცა წყალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლაც არ დატოვებდა მათ გასაჭირში, მაგრამ მაინც ხმაურით დაიწყეს მოსესა და აარონის გაკიცხვა და ყვირილი: „რატომ აქამდე არ მოვკვდით? თქვენ ალბათ ამ უდაბნოში სპეციალურად ჩაგვიყვანეთ ჩვენი და ჩვენი პირუტყვის მოსაკლავად! არ არის არც პური, არც ხილი, არც წყალი!” მოსე და აარონი შევიდნენ სამლოცველო კარავში, დაეცნენ მიწაზე და დაიწყეს ღვთისადმი ვედრება.
ღმერთმაც შეისმინა მათი ლოცვა: „აიღე შენი კვერთხი, უთხრა ღმერთმა მოსეს, დაუძახე ხალხს და ყველას თვალწინ უთხარი კლდეს, რომ წყალი მოგცეს". ებრაელებზე ჯერ კიდევ განრისხებულმა მოსემ, როცა კლდეს მიუახლოვდა, გაბრაზებულმა თქვა: „ნუთუ ამ კლდიდან წყალს მივიღებთ?" და ორჯერ დაარტყა ქვას კვერთხი. და რა? კლდიდან წყალი გადმოვიდა, თანაც იმდენი, რომ საკმარისი იყო ყველასთვის: ხალხისთვისაც და პირუტყვისთვისაც.
მოსე კი, რადგან ღმერთში ეჭვი შეიტანა, ხალხის წინაშე თქვა, რომ კლდიდან წყლის მიღება შეუძლებელი იყო სწორედ თავისი სიტყვებისთვის და კვერთხის ქვაზე ხელმეორედ ჩარტყმის გამო, ანუ მცირედმორწმუნეობის გამო, დაისაჯა. ღმერთმაც უთხრა, რომ ის არ შევიდოდა ქანაანის ქვეყანაში, მაგრამ მოკვდებოდა უდაბნოში. ჩვენც იგივე არ დაგვემართოს, არ მოვკვდეთ ამდენი ხნის ხეტიალის გამო უდაბნოში და საკუთარი მცირედმორწმუნეობის გამო, თავისუფლებას არ ვეღირსოთ. დღეს შეკითხვაც კი: „გვეშველება რამე" - ამ მცირედმორწმუნეობის ყველაზე მკაფიო მაგალითია. ნუ იყოფინ ასე ჩვენდა!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე: ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც სიამოვნებით შექმნიდნენ
თამთა მეგრელიშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დაუსაბუთებელი შენიშვნები, იმეორებს ვეტოობანას თამაშს აყოლილი სალომე ზურაბიშვილის ხელწერას
დონალდ ტუსკი - წარმოჩენა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ჰამასის“ ლიდერები ერთნაირები არიან აბსოლუტურად მიუღებელია
ლევან ნიკოლეიშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოლიტიკური სულისკვეთებით გაჯერებული მიკერძოებული ქაღალდების დასტა, რომელიც იმეორებს იმ უცხოელების ნარატივს, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული კანონი არ ვარგა, მაგრამ რატომ ვერ ასაბუთებენ
ზაალ ანჯაფარიძე: გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან - მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
არქივი