საქართველოში დაბრუნებულ ოლიმპიურ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 14 აგვისტო 2021, 20:22

ქართველ ოლიმპიელებს ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება. შეხვედრას ესწრებიან საქართველოს  ოლიმპიური დელეგაციის წევრები - სპორტსმენები,   მწვრთნელები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, დეპუტატები. 

2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. საერთო ჩათვლაში 206-ს ქვეყანას შორის საქართველო 33-ე ადგილზე გავიდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი