ქართველი მოთხილამურეები პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
513 31 იანვარი 2022, 19:10

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ჩინეთში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრნენ ქართველი მოთხილამურეები, პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე - მათი მწვრთნელი ივან ნარდი.

სეოკ-ის ინფორმაციით, ნინო წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სოსო ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.
საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე http://geonoc.org.ge/files/Niusebi/PDF/Ganrigi.pdf
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი