საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 29 იანვარი 2023, 00:29
 დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა. ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8 სპორტსმენმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით,  დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები. 
 საქართველოს მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი.
ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ,  ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.
 „ეს არის განსაკუთრებული დღე ქართული სპორტისთვის - ჩვენ გადმოგვეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა, ნიშნად იმისა, რომ მომავალი ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება. შესაბამისად, დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა. დრო ცოტაა, საქმე - ძალიან ბევრი. მომავალი ორი წლის განმავლობაში მოგვიწევს ყოველდღიური მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა ევროპულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით ღირსეულად ვუმასპინძლებთ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იუნიორთა გრან პრის სერიათა ფინალში ჩემპიონობა იზეიმა
მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ
თამარ ჩიბურდანიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, იმიტომ, რომ იგივე კანონპროექტის გამო ლამის ქვეყანა დაგვამხვეს თავზე
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი