ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 29 მაისი 2024, 00:11

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს. ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის.

აქვე ის წერს, რომ დროა შტატებმა საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან მიმართებაში საერთო ინტერესებზე დაიწყოს საუბარი და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები გააჟღერონ.

„აბა, დიდი გამოცდის წინაშე დამდგარხართ, სენატორო?! ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის და ფრთხილად იყავით, საქართველოზე დარდმა არ გადაგიყოლოთ. ისე, დროა ნელ-ნელა გადააწყოთ თქვენი საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და თანაბარუფლებიანობის პრინციპით საუბარი ისწავლოთ ჯობია. ასევე, თუ საქართველო და კავკასიის რეგიონი გადარდებთ, საერთო ინტერესებზე საუბარი უნდა დაიწყოთ და არა მხოლოდ, საკუთარი სურვილები გვიკარნახოთ. არა უშავს, იმედგაცრუება მალე გადაგივლით და რაციონალურად შეაფასებთ ვითარებას. ნუ, თუ არა და - “ Long way to Jandaba“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი