გიორგი ღამბაშიძე: გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შედეგად მიღწეული გამჭვირვალობა და სიმართლე, იმედია გააჯანსაღებს პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ და მათი მიდგომები გახდება სამართლიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 29 მაისი 2024, 10:56

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებამ გაიმარჯვა – მათ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მიიღო სწორი, ისტორიული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა გამჭვირვალობას, რათა უფრო განმტკიცდეს საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის ფარგლებში, შემცირდეს ქვეყნის შიგნით არეულობის გამომწვევი ან ხელშემწყობი ორგანიზაციების გავლენა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი გიორგი ღამბაშიძე.

ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ არეულობის მომწყობი ორგანიზაციები, ხშირად ამოფარებულები არიან არასამთავრობო სექტორის სარჩულს და სინამდვილეში კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში. მისი თქმით, მათ ოპოზიციასთან ერთად, უარყვეს კანონის ირგვლივ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საჯარო დისკუსიები გზა და აირჩიეს უკანონო ქმედებების და დესტაბილიზაციის გზა.

„9 აპრილის მონაწილე ვარ და მაქვს განცდა, რომ ეროვნული მოძრაობის სულისკვეთებამ საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა. პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უსამართლო, დაუსაბუთებელი, უარგუმენტო რიტორიკის, დიდი ზეწოლის, წნეხის და პარლამენტთან გამართული ხანგრძლივი დესტრუქციული აქციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებამ გაიმარჯვა – მათ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მიიღო სწორი, ისტორიული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა გამჭვირვალობას, რათა უფრო განმტკიცდეს საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის ფარგლებში, შემცირდეს ქვეყნის შიგნით არეულობის გამომწვევი ან ხელშემწყობი ორგანიზაციების გავლენა.

ასეთი ორგანიზაციების ლუსტრაცია უკვე მოხდა. მიუხედავად ორგანიზაციის სტატუსისა (არასამთავრობო, არამომგებიანი), მათი ლიდერები და წარმომადგენლები ბოლო წლებია უხეშად არღვევენ კანონით მათზე მინიჭებულ უფლებებს და მოგვევლინნენ უფრო პოლიტიკური პარტიების ლიდერებად, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებად. ხშირად, მათი წარმომადგენლები ახალგაზრდებს ატრენინგებდნენ რევოლუციური სცენარის განვითარებასა და განხორციელებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციასთან ერთად, უარყვეს კანონის ირგვლივ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საჯარო დისკუსიების, არგუმენტების წარდგენის სამუშაო ფორმატი და აირჩიეს მხოლოდ ქუჩის, დესტაბილიზაციის, "მოლოტოვის კოქტეილების", ახალგაზრდების ბულინგის, იარლიყების „მიკერების“, უკანონო ქმედებების და დესტაბილიზაციის გზა. არგუმენტი არ არსებობდა კანონის წინააღმდეგ, არც ოპოზიციის და არც პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან, გარდა სპეციალურად შექმნილი იარლიყის ("რუსული კანონი") მიწებებით, ტყუილით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ხელოვნურად აგორებული აგრესიისა, ემოციებს აყოლილი და შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების პროტესტისა.

მიუხედავად დესტრუქციის და საზოგადოების პოლარიზაციის ხელშეწყობისა, აღნიშნული პროცესები სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოში დემოკრატიაა და სადაც უმრავლესობაა, იქვეა უმცირესობა, რომელსაც შეუძლია თავისი ნება გამოხატოს მშვიდობიანი გზით, თუმცა რეალურად, ხშირად ზღვარს გადადიოდნენ აქციის მონაწილენი დამკვეთების დავალებით და ცდილობდნენ უკანონო ქმედებებით რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც ხელისუფლების გონივრული მოქმედებების წყალობით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერით არ გამოუვიდათ. მადლობა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. კანონის ამოქმედების შედეგად მიღწეული გამჭვირვალობა და სიმართლე, იმედია გააჯანსაღებს პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ და მათი მიდგომები გახდება სამართლიანი და მიუკერძოებელი. აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - "დეპოლარიზაციას" და შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა, რომელიც ღირსებით შეაბიჯებს ევროკავშირის ოჯახში," - წერს გიორგი ღამბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი