ვიქტორ ჯაფარიძე: მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 30 მაისი 2024, 11:05
ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მიმართ უცხოელი პარტნიორების კრიტიკით გაოცებულია და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ამაყია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, შეძლო ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. 

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ შეძრა მსოფლიო ქართული კანონის მიღებამ, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები არავის აღელვებდა და ე.წ. პარტნიორების წუხილები მაშინ არ ისმოდა. 

„მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას. ამას ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან, თორემ გამჭვირვალობის კანონი რა მოსატანია. რა წერია იმ კანონში ეგეთი, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია უნდა შეავსო? ეს არის უბედურება? ამ კანონის მიხედვით ლომჯარიამ და გიგაურმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაცია შეავსონ, ამან შეძრა სამყარო?

რატომღაც არ მახსოვს ჩვენი ევროპელი მეგობრები, როცა მე, პარლამენტის წევრი ქვეყნიდან გაქცეული ვიყავი, ჩემი შვილები უჩემოდ გაიზარდნენ, 150-ზე მეტი ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს, ტელევიზიები დახურეს, სასამართლო პროკურატურის დანამატი იყო, სატელევიზიო ანტენებს აყადაღებდნენ, სახლი დამიყადაღეს, იმიტომ, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ 20 000 საიდან შეიტანეო. არ მახსოვს მაშინ ვინმეს ხმა ამოეღო და ახლა რამ გადარიათ? დემოკრატიის შუქურააო და 300 000 პატიმარი ჰყავდა იმ კაცს [მიხეილ სააკაშვილს] საპატიმროებში. ემოციურად ვსაუბრობ, მაგრამ აბა როგორ შეიძლება ემოციის გარეშე უყურო ყველაფერს ამას და თან შეადარო, რა იყო მაშინ და რა არის ახლა. რამ გადარია ეს ხალხი, თან ყველა ერთ ხმაში როგორ ყვირის? საფრანგეთის პრეზიდენტმა მის ქვეყანაში მიიღო კანონი და მეორე დღეს გამოდის და ჩვენ გვეუბნება თქვენ ეს კანონი არ მიიღოთო, გასაკვირია," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი