გია აბაშიძე გურამ მაჭარაშვილის ინიციატივაზე: არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური „ნაცები“ პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება, კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბოგინი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 31 მაისი 2024, 11:42

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური „ნაცები“ პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება და „ნაცმოძრაობის“, როგორც მოღალატე და ექსტრემისტული პარტიის აკრძალვა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც დეპუტატი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშების გამოვლენისა და დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

ანალიტიკოსის განცხადებით, უსამშობლოების ლუსტრაცია ჯერ კიდევ „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებამდე მოხდა, თუმცა, ჯაშუშობის და ფსიქოლოგიური ტერორის ადგილი საჯარო სივრცეებში არ უნდა იყოს და დასავლური დემოკრატიების მსგავსად, კანონის დამრღვევებმა პასუხი უნდა აგონ.

„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური „ნაცები“ პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება და „ნაცმოძრაობის“, როგორც მოღალატე და ექსტრემისტული პარტიის აკრძალვა.

გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამდე, უსამშობლოების ლუსტრაცია მომხდარია, თუმცა ჯაშუშებისა და ფსიქოლოგიური ტერორისტების ადგილი არ უნდა იყოს საჯარო სივრცეებში ისევე, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია. დაარღვიეს კანონი, მიიღონ შესაბამისი სასჯელი.

კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა თავხედური ბოგინი, საზოგადოებას ყელში ამოუვიდა მარგინალი რევანშისტების ჭარბი ტოქსიკურობა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი