ზაზა ფარცვანია ანა წითლიძეს: თქვენნაირი ფაშისტი არ ვარ ვინმეს ოჯახის წევრს, მითუმეტეს დედას რომ დავუწყო რეკვა და თავი დაანებე ცილისწამებას და სიბინძურეს, ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 31 მაისი 2024, 20:57
"ქართული ოცნების" წევრი, ზაზა ფარცვანია, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანა წითლიძის ბრალდებას, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისს სწორედ ფარცვანიამ დაურეკა და აგინა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნულ ფაქტს ცილისწამებას უწოდებს.

ფარცვანიას განცხადებით, წითლიძემ მას ცილი დასწამა. ამავე პოსტის კომენტარებში, წითლიძის დედას, რუსიკო ესართიას მოუწოდებს, ნომრის ამომცნობით გაარკვიოს, ვინ დაურეკა და მოითხოვს, რომ აღნიშნული ბრალდება დაუმტკიცოს.

"თქვენნაირი ფაშისტი არ ვარ ვინმეს ოჯახის წევრს, მითუმეტეს დედას რომ დავუწყო რეკვა და თავი დაანებე ცილისწამებას და სიბინძურეს! ყველაფრის კადრება არ შეიძლება!
ნომრის ამომცნობი შეგიძლია გადმოიწერო, ვინც დაგირეკა მისი გაგება არაა ძნელი. არ დაგიმტკიცებიათ შენ და შენს შვილს და მერე რა იარლიყიც მოგეწებებათ მაგასაც ნახავთ. შენ კი არ გამიცნობ, მე გაგიცნობ." -  წერს ფარცვანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი