მამუკა მდინარაძე: ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, მომდევნო ბინძური ანონსი გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, ერთადერთი მიზანი კი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 01 ივნისი 2024, 10:17

ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვიან, რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. რა დონეზე დაეცნენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დეკლარაციაში არსებული დეტალიზაციის მიუხედავად აღნიშნულმა პირებმა შექმნეს სიბინძურე, რასაც ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერი ჰქვია. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამ სიუჟეტის ერთადერთი მიზანი მის ასაკოვან მშობლებსა და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვიან რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. რა დონეზე დაეცნენ ეს ერთი, მეორე - მცირე განმარტება:

ჩემს დეკლარაციაში ყველა თეთრი შეტანილია, შემოსავალიც, მისი წყაროც და რაც სახლის მშენებლობაში დაიხარჯა, აბსოლუტურად ყველა თეთრი! შარშანწინდელ დეკლარაციაში დეტალურად არის მითითებული კრედიტი ორ ტრანშად, ასევე შარშანდელ დეკლარაციაში - რამდენი დავიმატე კრედიტი, შემდეგ საგურამოს სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დეტალური განმარტებაც კი გავაკეთე დეკლარაციის შესაბამის გრაფაში, აქედან რამდენით ჩავხურე კრედიტის ნაწილი და რამდენი მოვახმარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. აი, ამ უპრეცედენტო დეტალიზაციის მიუხედავად შექმნეს სიბინძურე, ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერი რომ ჰქვია. მთავარი პრობლემა კი ის აღმოუჩენიათ, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ვყოფილვარ ჩარჩენილი სადღაც, სადაც დიდი ხნის წინ ამოწერის გამო, პირადი ნომერიც კი არ არის თურმე მითითებული. რა სამარცხვინო ხალხია, სხვა რომ ვერაფერი, ბოლოს დეკლარაციაში ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დამდეს ბრალი.

ერთადერთი მიზანი კი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა… ზუსტად იციან, რომ ჩემზე დიდი ხანია ასეთი მდაბიო “ფეიკები” აღარ მოქმედებს.

ამ ამბავში ყველაზე სევდიანი, თუმცა შეიძლება იუმორნარევიც კი ის არის, რომ მე არასდროს გამიმხელია ჩემი ძმისა და მშობლებისთვის, რომ დანგრევის პირას მისული ძველი სახლის უკან, წლების წინ დაწყებული მშენებლობა ბანკიდან გამოტანილი ორი საკმაოდ დიდი კრედიტით დაჩქარდა, რომელიც 2037 წლამდე უნდა ვიხადო. ამ თემაზე რომ არ ეფიქრათ და ენერვიულათ, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მათი დანაზოგი ძალიან დამეხმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც იცოდნენ, რომ სხვა თანხაც გაცილებით მეტი დაიხარჯა. ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მათაც მიიღეს გარკვეული მონაწილეობა სახლის აშენებაში. დეტალები კი კრედიტის რაოდენობის შესახებ აქამდე არასდროს მითქვამს, თუმცა არა უშავს, მაპატიებენ.

მთავარია, ის ზუსტად იციან, რომ მათი შვილი და ძმა ყოველთვის ამაყად ივლის და უკან მოხედვის არასდროს შეეშინდება! სამივეს ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი ნერვიულობა უწევთ ჩემს გამო, ნაცების ფაშისტ “ჟურნალისტებს” კი ვურჩევ, ილოცონ მათ ჯანმრთელობაზე!…" - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი