დავით ქართველიშვილი: ასე შეეძლო განეცხადებინა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს საქართველოზე, მაგრამ თლა მასე არ განაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
421 01 ივნისი 2024, 10:48

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ რა ამოიკითხა მან ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, სტოლტენბერგი განცხადების გაკეთებისას ამბობდა ერთს და ფიქრობდა სხვა რამეს. „მაგრამ თლა მასე არ განაცხადა. თუმცა, მე ეს ამოვიკითხე...“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

„სტოლტენბერგის განცხადების სრული ვერსია, როგორც ნაზავი იმისა, რას ფიქრობს და რას ამბობს, ალბათ, ასეთი შინაარსის იქნებოდა: „იმსახურებს თუ არა საქართველო სანქციებს? რა თქმა უნდა - იმსახურებს. დემოკრატიის უკუსვლამ თქვენში ჩვენი უკიდურესი იმედგაცრუება გამოიწვია და იმდენად შეშფოთებულად აღვშფოთდით, როგორც ამას ნებისმიერი რუსული რეჟიმი და პუტინის კრემლის მანქანები გამოიწვევდნენ ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობების მქონე ორგანიზაციაში. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო - პარტნიორია ჩვენი და მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა. ალბათ გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი სადღაც რუსეთუმე ან სტალინისტია, შეიძლება მაზოხისტებიც ვართ, ან ტოტალურად ვცრუობთ, ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ საქართველო - პარტნიორია ჩვენი!“, - ასე შეეძლო განეცხადებინა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს, მაგრამ თლა მასე არ განაცხადა. თუმცა, მე ეს ამოვიკითხე...“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი