დავით ქართველიშვილი Brussels Signal-ის სტატიაზე: ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო - "რუსული კანონი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
622 01 ივნისი 2024, 20:33
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით გამოცემა Brussels Signal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“ ეხმაურება და წერს „მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო.“ 
„ჩაირთო აზროვნების იმპულსი, რომელმაც ნელ-ნელა უნდა ჩაახშოს თავისივე სტიგმატიზირებული პირმშო - "რუსული კანონი", ვინაიდან ნახევრად სიცრუეზე კიდევ გაქვს შანსი რაღაც დროის მონაკვეთი მოიგო, მაგრამ აბსოლუტურ ცილისწამებაზე ამის შანსი ფაქტობრივად წარმოუდგენელია. 

„საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“ - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Brussels Signal-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი ენტონი კონსტანტინი საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის“ მიღებაზე დასავლეთის პასუხს გასაკვირს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კანონის ოპონენტებმა მას „რუსული“ შეარქვეს.

 ამ გაკვირვებაში ვიმყოფებით ჩვენც უკვე მეორე წელიწადია და მივესალმებით დასავლეთელების გამონათებას, რამაც შესაძლოა ჩვენს უკუნითსაც მიაღწიოს და პირველ რიგში, ჩვენი ჭკვიანი, მოაზროვნე ახალგაზრდების აზროვნებაში პროტესტი გამოიწვიოს მათ ცნობიერებაში უცხო, მავნე ძალების მიერ ძალადობრივი, დეზინფორმაციული და აგრესიული შეღწევის გამო,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი