დავით კაჭარავა - ნოდარ მელაძემ ათასი სიბინძურე ისაუბრა ჩემთან დაკავშირებით. 30 წელზე მეტია რაც წყნეთში ვართ, 1997 წელს დედაჩემი ამ ეზოდან არის გასვენებული, ამიტომ, ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 02 ივნისი 2024, 20:15
„გუშინ ვნახეთ [ნოდარ] მელაძის ბინძური შოუ, სადაც ათასი სიბინძურე ისაუბრა ჩემთან დაკავშირებით. თუ რამე ქონება გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული. დეკლარაციაში რაც არის შეტანილი ყველაფერი იქამდე მქონდა, სანამ დეპუტატი გავხდებოდი და დეპუტატობის შემდეგ ჩემი ქონება კიდევ უფრო შემცირდა, რასთან დაკავშრებითაც რა თქმა უნდა, მელაძეს არაფერი უთქვამს“-ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი დავით კაჭარავა მის შესახებ „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტს და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. 


როგორც დავით კაჭარავა აღნიშნავს,  არაფერი დამალული არ არის, არც არასდროს ყოფილა. არსებობს ვებგვერდი, სადაც ყველაფერი ღიად არის ნაჩვენები და  დეკლარაციაშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფერი მარტივად ნახოს.


„ჩემი ოჯახის ერთი მხარე, დედის მხარე არიან წყნეთელები. აქ დაიბადნენ, სკოლა აქ დაამთავრეს, აქ იყო დედაჩემი მასწავლებელი. ნათესავებიც ბევრი გვყავს და წყნეთი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. აქედან გამომდინარე, წყნეთში თითოეულმა ადამიანმა კარგად იცის რა ხდება, საიდან მაქვს ეს ყველაფერი და ა.შ.
ჩემი სახლიდან მარჯვნივ, 100 მეტრში, ბატონი ვატო წერეთელი თავისი სახლით არის წარმოდგენილი, აქ ცხოვრობს და მეორე მხარეს, ბატონი ხაზარაძე ცხოვრობს. ხაზარაძე ისე ვერ მივა თავის სახლში, ჩემი სახლის წინ რომ არ გაიაროს და მან ძალიან კარგად იცის. 30 წელზე მეტია რაც აქ ვართ, 1997 წელს დედაჩემი ამ ეზოდან არის გასვენებული. ამიტომ, ეგ თქვენი ბინძური კამპანია უპასუხოდ არ დაგრჩებათ. 

მამუკა, შენც ძალიან კარგად იცი ყველაფერი  ვინ, როგორ მუშაობს, რამდენი ხანია ამ ყველაფერს ვაკეთებ. როგორც ინფორმაცია მაქვს „ტვ პირველის“ დამფინანსებელი ხარ, ამიტომ, შენთანაც მექნება კითხვა, ხომ შევხვდებით, ხომ გამოივლი, თვალს თვალში ხომ გავუყრით ერთმანეთს, და შენ კარგად იცი ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი და მაინც ხელი მოაწერე მაგაზე. ამიტომ პასუხის გაცემა მოგიწევს შენც და ჭუტიკოსაც.
ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის უკან ნაბიჯს არ გადავდგამთ რომ იცოდეთ, რაც არ უნდა სიბინძურეები შეგვიკეროთ. ამიტომ გამარჯვება ჩვენსკენ არის“-აცხადებს დავით კაჭარავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი