გია აბაშიძე: კანცლერ შოლცის გზავნილი რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია, გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, კონტექსტის გარეშე გაავრცელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 04 ივნისი 2024, 12:09

კანცლერ შოლცის გზავნილი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე გაავრცელა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, რომლითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიმართვა მედიის ნაწილმა საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა.

ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის ლიდერი შეეხო მის ქვეყანაში მომატებულ ძალადობასა და ექსტრემიზმს ევროპარლამენტის არჩევნების წინ.

მისივე თქმით, ელჩ პეტერ ფიშერის ეს მანიპულაციური გზავნილი იაფფასიანია და ზუსტად შეესაბამება ნაცრადიკალების მდარე პროპაგანდას. იმის გარდა, რომ ჰერ ფიშერი თაღლითი მამუკა ხაზარაძის მდგმურია (მის სახლს ქირაობს თბილისში), ის უსირცხვილოდ დაყვება "ლელოს" კანტორას წინასაარჩევნო კამპანიისას რეგიონებში.

„ყველაფერს ქართული მედიის ნაწილის არაპროფესიონალიზმს ნუ დავაბრალებთ - კანცლერ შოლცის გზავნილი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე გაავრცელა.

გერმანიის ლიდერი შეეხო მის ქვეყანაში მომატებულ ძალადობასა და ექსტრემიზმს ევროპარლამენტის არჩევნების წინ. უამრავი თავდასხმა პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე, ბოლო აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა 2 მაისს, მანჰაიმში, როცა ავღანელმა ლტოლვილმა დანით მოკლა პოლიციელი.

თუმცა, ელჩ პეტერ ფიშერის ეს მანიპულაციური გზავნილი (იხ. X-ზე მისი პოსტის დედანის 'სქრინი') იაფფასიანია და ზუსტად შეესაბამება ნაცრადიკალების მდარე პროპაგანდას. იმის გარდა, რომ ჰერ ფიშერი თაღლითი მამუკა ხაზარაძის მდგმურია (მის სახლს ქირაობს თბილისში), ის უსირცხვილოდ დაყვება "ლელოს" კანტორას წინასაარჩევნო კამპანიისას რეგიონებში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის წევრებმა არაერთხელ ამხილეს და დაგმეს უსაქციელო გერმანელი დიპლომატის ამგვარი აქტივობები და ანგაჟირებული გამონათქვამები.

"გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული", - განაცხადა 30 მაისს პრემიერმა კობახიძემ პეტერ ფიშერის ერთ-ერთი უპასუხისმგებლო განცხადების კომენტირებისას“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი