გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის და შარლ მიშელის დაპირისპირებაზე: აქტორები, რომელთაგანაც მოველით ერთობას, თურმე ერთმანეთის დაძირვაზე არიან გადასულნი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 04 ივნისი 2024, 12:10

იმ აქტორებისგან, რომელთაგანაც მოველით ერთობას, ერთსულოვნებას, თურმე ერთმანეთის ინტრიგანულ დაძირვაზე არიან გადასულნი. მთავარია პოლიტიკური სავარძელი და გავლენები, დანარჩენი შელამაზებადია, დროებით მაინც... სახეზეა "ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული" ფასეულობები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გამოცემა Politico-ს ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცდება, ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარე მეორე ვადითაც გახდეს.

აბაშიძის განცხადებით, სავარაუდოდ ევროპარლამენტის არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, ვინაიდან კვლევებით აშკარაა, რომ ნამდვილ ევროპელებს უკვე ყელში ამოუვიდათ ევროკრატების არაკომპეტენტური ჩარევა ქვეყნების სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში.

"იმ აქტორებისგან, რომელთაგანაც მოველით ერთობას, ერთსულოვნებას, თურმე ერთმანეთის ინტრიგანულ დაძირვაზე არიან გადასულნი. მთავარია პოლიტიკური სავარძელი და გავლენები, დანარჩენი შელამაზებადია, დროებით მაინც...

სახეზეა "ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული" ფასეულობები. დიდი ალბათობით, ძალიან ბევრ რამეს შეცვლის მომავალი ევროარჩევნები. ვეცნობით რა არაერთ სოლიდურ ანალიტიკასა და კვლევებს, აშკარაა, რომ ნამდვილ ევროპელებს ყელში ამოუვიდათ ევროკრატების გაჭენებული, თავხედური და არაკომპეტენტური პარპაში მათი ქვეყნების სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებზე.
Politico: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარე მეორე ვადითაც გახდეს.
არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ მიშელს, სავარაუდოდ, ჟოზეფ ბორელის თანამდებობის დაკავება სურს. უმაღლეს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების განსახილველად მიშელი, შესაძლოა, ევროკავშირის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდეს და არა ერთობლივად, როგორც ეს ყოველთვის ხდება.

დიპლომატიურ წრეებში შიშობენ, რომ მიშელმა შესაძლოა არაკონსტრუქციულად იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა შური იძიოს ურსულა ფონ დერ ლაიენზე", - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი