ზურაბ ქადაგიძე: ერთ მხარესაა გარედან მართული მარიონეტების სექტა და მეორე მხარეს სრულიად საქართველო, ერთადერთი შანსი, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სამშვიდობოზე გაყვანის არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 04 ივნისი 2024, 20:42
აი, ასე ხდება როდესაც “დიდი ბიძიების” ხელის ბიჭად იქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ხან ერთის დაკრულზე ცეკვავს და ხან მეორეს, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წვერი, ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას: "არ ვარ მზად, რომ მხარი დავუჭირო უკრაინის "ნატოიზაციას".
როგორც ქადაგიძე აცხადებს, უკრაინასთან ერთად, "დიდ ბიძიებს" მიზანში საქართველოც ჰყავდათ და არ შემწყდარა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები. შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის ერთადერთი შანსი არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება და რეალური ქართული დემოკრატიის დამყარება.
“წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსო.”
რა მასშტაბის ნაძირალობასაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ბაიდენი კადრულობს ფსკერია, რომლის იქით აღარაფერი არსებობს! ანუ, მე არ ვემხრობოდი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ თუ ალიანსის მიზნებისთვის შეეწირება უკრაინა ჯანდაბამდეც გზა ჰქონიაო?! თუ, როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, მერე დავუჭერთ მხარს, მის ნატოში ინტეგრაციასო?! ამასობაში კი • დანგრეული ეკონომიკა; • გაპარტახებული სოფლის მეურნეობა; • ასიათასობით დაღუპული; • მილიონობით ლტოლვილი; • გაუბედურებული უკრაინული ოჯახები; • გაჩანაგებული გენო-ფონდი; და მთავარი ეგზისტენციალური საკითხი - იარსებებს კი უკრაინა, როგორც სახელმწიფო?! აი, ასე ხდება როდესაც “დიდი ბიძიების” ხელის ბიჭად იქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ხან ერთის დაკრულზე ცეკვავს და ხან მეორეს. დგას ახლა ზელენსკი და ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას ეღლაბუცება,(ტრამპმა თუ გაიმარჯვა)მხარი უნდა დამიჭიროთ, თორემ დამარცხებული პრეზიდენტი იქნებიო( რა მაგრად ადარდებს ტრამპს ზელენსკის აზრი). საკითხავი კი ის არის, რომ დარჩება კი რაიმე უკრაინისგან, ამერიკის ნოემბრის არჩევნებამდე?! თვალსაჩინოებისათვის, პირველი ექსპერიმენტი, გეოპოლიტიკური ტრიგერისა იყო მიშა სააკაშვილი, რომელიც ანალოგიურად, სრულად იყო დაქვემდებარებული გარე ნარატივებს. 2008 წელს, ამ იდიოტმაც დაიჯერა, რომ რუსებთან ომში მსოფლიო დამიცავსო და თავით გადაეშვა ოკუპანტის ხაფანგში. "დიდი ბიძიები" მიხვდნენ, რომ მხოლოდ საქართველო ვერ მოახერხებდა გეოპოლიტიკური ძვრების შექმნას და სამ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადებინეს სააკაშვილს, თუმცა როგორც უკრაინელებს დღეს, ჩვენც დაგვპირდნენ “მაპზე” უკეთეს პერსპექტივებს. საქართველო კარგი ლაბორატორიული მასალა აღმოჩნდა “დიდი ბიძიებისთვის”, რომ უფრო კარგად და სტრატეგიულად დაგეგმილიყო, ახალი გეოპოლიტიკური კრიზისი, რასაც საქართველოსთან ერთად უკრაინაც შექმნიდა რეგიონში ოღონდ, ახალი თავის ტკივილი გაუჩნდათ - საქართველოში აღარ ეგულებოდათ მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებდა “დიდი ბიძიების” დავალებას. ამიტომაც ჯერ იყო და სააკაშვილი შემოაპარეს ქვეყნის ამრევად, მერე პარალელური დათვლები გააყალბებინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა არჩევნების დელეგიტიმაცია ვერ შეძლეს. ამასობაში, გეოპოლიტიკური ძვრები მხოლოდ უკრაინით დაიწყო. საქართველო კი იქნებ რამენაირად, “პრიკუპში” მოჰყოლოდა სიტუაციას. ამიტომაც, ჯერ ირიბად, მარიონეტების და მოღალატე მეგობრების ხელით შეუთვალეს დანაბარები და მერე პირდაპირ, კატეგორიულად მივიდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ომში მხარედ არჩევა მოსთხოვეს. ამითაც, რომ ვერ გახდნენ საწადელს, ახლა აბსოლუტური მობილიზება მოახდინეს საკუთარი ხელის გოგო-ბიჭებისა და სალომე ზურაბიშვილთან მიაქუჩეს. ჰო და ახლა, კი ვხედავთ რამდენი არიან, ვინ და რისი მკადრებელია. პროცესები სრულიად ლუსტრირებულია - ერთ მხარესაა გარედან მართული მარიონეტების სექტა და მეორე მხარეს სრულიად საქართველო. ერთადერთი შანსი, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სამშვიდობოზე გაყვანის არის ოქტომბრის არჩევნებზე სრული მობილიზება და ერთხელ და სამუდამოდ - რეალური ქართული დემოკრატია, ქართველი ხალხის ძალაუფლების დემონსტრირება, რაც ყველა გადამთიელსა და ადგილობრივ უსამშობლოს, ხელს ააღებინებს ბოროტ განზრახვებზე! #მშვიდობასაქართველოს” - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი