ვლადიმერ ბოჟაძე: ჰელსინკის კომისიაზე სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ, როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლები არ გაასაჯაროო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 05 ივნისი 2024, 10:14

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ.

ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, რომელსაც საშინლად ეპყრობიან და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, კრიმინალ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მის მიერვე უკან გამოხმობილი საჩივრის მერე, ისევ რომ პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ აგენტის დასაცავად ყველაფერზე არიან წამსვლელები.

„ჰელსინკის კომისიაზე დღეს სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ: როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ რომ შემოსავლები არ გაასაჯაროო, იმიტომ რომ ასე დაგავალეს, იმიტომ რომ ფულს სწორედ სამშობლო დისკრედიტაციაში გიხდიან.

დღეს „მეგობარი აქტის“ განხილვისას იმდენი ტყუილი და დეზინფორმაცია გაჟღერდა, რომ ოპოზიციის მართვად ტელევიზიებსაც კი შეშურდებოდა, დამახინჯებული და გადაუმოწმებელი ფაქტების რეალობად წარმოჩენის მცდელობა შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.

კრიმინალ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მის მიერვე უკან გამოხმობილი სააჩივრის მერე, ისევ რომ პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ აგენტის დასაცავად ყველაფერზე არიან წამსვლელები.

საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობას 2 წელზე მეტია აქტიურად ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლება და ეს გეგმა რომ არსებობს კონგრესმენებმაც დაადასტურეს. უკრაინიზაციის გეგმა მხოლოდ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების გზით შესრულდება და ამისთვის არც სისხლიან რევოლუციას ერიდებიან, ამას ევრომაიდანზე ღია მინიშნებებიც მეტყველებს.

საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება, ამას ვერც ქართველი ხალხი და ვერც სახელმწიფო დავუშვებთ, უკან არ დავიხევთ, ბოლომდე დავიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას და ოჯახურ ღირებულებებს, ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, ბოლომდე დავიცავთ დამოუკიდებლობას და სუვერნიტეტს!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი