შალვა პაპუაშვილი - რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები, კინოთეატრებში შეზღუდვა იქნება ასაკობრივი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
442 05 ივნისი 2024, 13:40

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული რეგულაცია, რომელიც ეხება ინტიმური სცენების შეზღუდვას, არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე.

პაპუაშვილის თქმით, რეგულაცია ეხება მხოლოდ მაუწყებლებს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია კანონის პროექტის დისკრედიტირებას ცდილობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას უჭირს პირდაპირ პოზიციის დაფიქსირება კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ხვდებიან, რომ სახალხო კანონია, მათ შორის მათივე ამომრჩევლების მხარდაჭერილი, მეორე მხრივ, კი ვალდებულებები აქვთ უცხოელი მფარველების მიმართ, ცდილობენ, რაღაც ხრიკებით დაიწყონ დისკრედიტირება ან რაღაც თემების მოფიქრება კანონთან დაკავშირებით. მაუწყებელთან დაკავშირებით ვრცელდება, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები, მხოლოდ ამ მხრივ ეხება მაუწყებლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაუწყებლებს, ტელევიზიებს ეხებათ ეს რეგულაცია.

რაც შეეხება მხატვრულ თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად, კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ შეზღუდვა იქნება ასაკობრივი, ანუ არასრულწლოვანების, 18 წლამდე ასაკის პირთა არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც ინტიმური სცენებია.  ინიცირებული პროექტით რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი