ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა - ჩვენ გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 07 ივნისი 2024, 12:32
ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა - ჩვენ გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძის განმარტებით, ამერიკის სანქციები იმის წინაპირობაა, რომ თბილისშიც უკრაინული "მაიდანიზაცია" მივიღოთ, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება.

“მთავარმა პარტნიორმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა. ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი კანონის მიღებისთვის სანქცირდება - მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც [ლაზარე] გრიგორიადისი შეწყალებულია იმისთვის, რომ მან ძალადობა ჩაიდინა - ეს ძალადობის ხელშეწყობაა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება - ეს ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ეს იმის წინაპირობაა, რომ თბილისშიც უკრაინული "მაიდანიზაცია" მივიღოთ, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამგვარია, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. საზოგადოებისა და ხელისუფლება მთავარი ჯავშანი და ფარია იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი.

რადგან ასეთი რეალობაა, ჩვენ, კანონმდებლებს გვირჩევნია, კანონის მიღებისთვის ვიყოთ სანქცირებული, ვიდრე ქვეყანაში განვითარდეს დესტრუქციული მოვლენები, მივიღოთ უკრაინული "მაიდანიზაცია", ომი და ჩვენმა მოქალაქეებმა ომში მიწვევა. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ეს მცდელობა კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით იქნება და ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მობილიზება და იმ ვალდებულებას, რაც ავიღეთ რომ ქვეყანაში მშვიდობა იქნება, შევასრულებთ”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის მტკიცებით, მისი საპირისპირო დამოკიდებულების მიუხედავად, მისი სიძე აშშ-ში იმყოფება, თუმცა ამის გამო ის ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულება საპირისპიროა, ჩემი სიძე აშშ-ში იმყოფება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ჩემი ოჯახის წევრი ამერიკაში იმყოფება, ჩემი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი დავთმო და ხელი მოვაწერო იმას, რომ ჩემი ოჯახის წევრების ამერიკის ვიზები ან ჩემი ამერიკაში წასვლა მირჩევნია, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ოჯახის წევრების ვექტორით არ შეიძლება ქვეყანასთან დამოკიდებულების განსაზღვრა”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი