დავით ჩიხელიძე: Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს - დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვაში ტელეკომპანიების დახურვის გამო, მაგრამ ხმას იმაღლებენ საქართველოს შემთხვევაში, რომელმაც დემოკრატიული კანონი მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 08 ივნისი 2024, 12:17

საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალეობის კანონს შეეხება. - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, ვინაიდან ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვასა და სლოვენიაში ტელეკომპანიების დახურვის ან მათში შეჭრის გამო, თუმცა აკრიტიკებენ საქართველოს, რომელმაც “გამჭვირვალობის კანონი” მიიღო. ექსპერტი აცხადებს, რომ გამოცემამ გააშიშვლა დასავლეთის ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც რაციონალურის ნაცვლად, მერკანტილურ მიზნებს ეფუძნება.

„საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალეობის კანონს შეეხება.

Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, მაგალითად ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვაში ტელეკომპანიების დახურვის ან სლოვენიაში ტელევიზიაში შეჭრის გამო, მაგრამ ხმას იმაღლებენ საქართველოს შემთხვევაში, რომელმაც დემოკრატიული კანონი მიიღო.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო ამერიკული და ფრანგული კანონია, რადგან ორივე ქართული კანონის მსგავსია, ფრანგული კი სულ რამდენიმე დღის უკან მიიღეს და მის შესახებ ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს მხრიდან კრიტიკა არ ყოფილა, რაც ნათლად აჩვენებ, რომ ევროპის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
Brussels Signal-მა გარკვეულწილად გააშიშვლა დასავლეთის ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც არა რაციონალურ გადაწყვეტილებას, არამედ მერკანტილურ მიზნებს ეფუძნება“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი