თამთა მეგრელიშვილი: გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს, ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
500 11 ივნისი 2024, 17:31

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს, ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება.

„ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება.

ვიოლა ფონ კრამონის აღიარება, რომ მათ რაღაც ძალიან არასწორად გააკეთეს არის პოლიტიკური დიაგნოზი ყველა იმ ევროპარლამენტარისა რომლებიც მიკერძოების დიდი ხარისხით გამორჩეულ განცხადებებზე იყიდებოდნენ.
ისინი თითქოს ვერ ამჩნევდნენ რეალურ პრობლემებს როგორებიცაა: კრიზისი და სტაგნაცია, პრობლემებში დაკარგული მათი ქვეყნები და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა და ახლა ცვლილებების გარდაუვალი პროცესი იწყება.

ქართული სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა და ეროვნული ღირსებით არ დავთმოთ პოზიციები სახელისუფლებო გუნდის დიდი გამარჯვებაა. ეს თავისი მნიშვნელობით ომში მშვიდობაა! ასევე სამაგალითოა უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია. ზეწოლის, ტყვიის გასროლის მიუხედავად პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ.

ქართული სახელმწიფო და უნგრეთი და სლოვაკეთი ეროვნული ამბიციით და ბრძოლის ამ უსისხლო იარაღით გვერდიგვერდ დგანან. რას მოიტანს ეს ბრძოლა?! ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი