ედიშერ გვენეტაძე ნიკო მანაგაძეზე: სახეზეა ნაცურ-ნეოტროცკისტურ იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
405 12 ივნისი 2024, 22:02

აი, ბატონებო და ქალბატონებო სახეზეა უდამპლესი იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციონერი აქტივისტის ნიკო მანაგაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, დედამისთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში.

ექსპერტის თქმით, ნიკო მანაგაძე არის განათლების სისტემაში მოკალათებულ ნეოტროცკისტთა პროდუქტი.

„უმძიმესია ჩემთვის ის, რასაც ახლა ვწერ! ვინაიდან ეს ახალგაზრდა არის განათლების სისტემაში მოკალათებულ ნეოტროცკისტთა პროდუქტი! დიახ, ეგ არის ნეოტროცკისტთა ქმედებათა შედეგი! დიახ, ასეთებს აწერინებდნენ საუკუნის წინ და ამას აწერინებენ დღეს:
მე მოვკლავ დედას,
დავახრჩობ მამას
პარტია თუ მიბრძანებს ამას!

აი, ბატონებო და ქალბატონებო სახეზეა უდამპლესი იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს! აი, ასეთები 100 წლის წინ ბოლშევიკურ-ტროცკისტული იდეოლოგიით გამოლენჩებულები ანგრევდნენ ეკლესიებს, კრეჭდნენ, კლავდნენ სასულიერო მოღვაწეებს! აბეზღებდნენ და ხვრეტდნენ ე.წ. იდეოლოგიურ მტრებს! უნივერსიტეტიდან დევნიდნენ ივ. ჯავახიშვილს, შ. ნუცუბიძეს, ვ. ბერიძეს, გ. წერეთელს...
იგივეს სჩადის გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს უსაშინლესი ძალების ნაც-ნეოტროცკისტების მიერ შეცდენილი, აყოლილი და დავალება მიცემული ახალგაზრდა - ვინმე ნიკა მანაგაძე! რომელიც სამწუხაროდ აქციეს და ქცეულია უდამპლესი ნაცურ-ნეოტროცკისტურ იდეოლოგიის უსიტყვო შემსრულებლად!“ - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი