ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რა სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება - ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 13 ივნისი 2024, 16:50
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სახის სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მის უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება თითქმის ყველა პარტიაში ნამყოფი და გამოქცეული, ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, გუბაზ სანიკიძის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პოლიციელებს სამსახურიდან გაშვებით და დასჯით დაემუქრა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გასაგებია, რომ გუბაზ სანიკიძე ვერცერთ შემდგომ ხელისუფლებაში ვერ იქნება, თუმცა ასეთი მუქარის გამო, მასზე კანონით უნდა განხორციელდეს შესაბამის პასუხისმგებლობა. ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ნაბიჯი საჭიროა, რათა სანიკიძის მსგავსმა ხელმოცარულმა პოლიტიკოსებმა ვეღარ გაბედონ ასეთი განცხადებების გაკეთება. 

"თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ მუქარა და მუქარის შემცველი ქმედებები აუცილებლად  დასჯადი უნდა იყოს! თუ არსებული კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, მაშინ ამ კანონს აღსრულება ესაჭიროება, ხოლო თუ არ ითვალისწინებს მაშინ სასწრაფოდაა მისაღები შესაბამისი სამართლებრივი ნორმა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სახის სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მისი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება თითქმის ყველა პარტიაში ნამყოფი და გამოქცეული, ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე, რომელიც კადრულობს და შემდეგნაირად იმუქრება: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება.“ სრულიად გასაგებია, რომ გუბაზ სანიკიძე ვერცერთ შემდგომ ხელისუფლებაში ვერ იქნება, თუმცა ასეთი შეურაცხმყოფელი მუქარის გამო მასზე კანონით უნდა განხორციელდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, ვერც მან და ვერც მასზე უარესმა ხელმოცარულმა, მხდალმა და ზნედაცემულმა ვერასოდეს ვერ გაბედოს მსგავსი როყიო განცხადებების გაკეთება." -  წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი