დავით ქართველიშვილი ჯო ბაიდენის გეგმებზე: ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს - ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
433 14 ივნისი 2024, 13:02
 ჯო ბაიდენის გეგმებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის კონკურენტ დონალდ ტრამპს საჯარო დებატებისათვის უმზადებს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენს  კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს. 

ქართველიშვილი წერს, რომ ბაიდენის გეგმა ერთმანეთთან სარკინიგზო ხაზით დააკავშიროს ანგოლა, კონგო, ზამბია და ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანოს, შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას.

„ჯო ბაიდენი აქტიურად ემზადება დონალდ ტრამპთან 27 ივნისის დებატებისთვის. მას კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს მომზადებული. ჯო ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს - ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში. ეს არის უპრეცედენტო და თამამი პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას. ამ განაცხადის შემდეგ, ივნისის დებატებში ერთ-ერთი კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდება..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი