ედიშერ გვენეტაძე ჯაფარიძე/ხაზარაძეზე და გახარიაზე: საარჩევნოდ უნიკალურ საცირკო მოვლენასთან გექნებათ საქმე. არენაზეა კოალიცია, უკოალიციოდ - „ხანდაზმულ-თაღლით-მატყუარა-უთავმოყვარეოთა ერთობა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
467 17 ივნისი 2024, 13:52

ნახეთ რა წამოროშა სასამართლოს მიერ დადგენილმა ხანდაზმულმა თაღლითმა ბადრი ჯაფარიძემ - მართალია ხალხს არ უყვარს (ჩვენ ვიტყვით ეზიზღება) ნაცები, მაგრამ რა პრობლემაა მათთან არჩევნების შემდეგ კოალიციის შეკვრაო! მაშასადამე თავადაც მკაფიოდ ამტკიცებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომ თაღლითი და მატყუარა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში თაღლითია, რომ მის გამოსწორებას არასდროს საშველი არ ექნება! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, გიორგი გახარიაც ემატება და საარჩევნოდ უნიკალურ საცირკო მოვლენასთან გვექნება საქმე.

„„თქვენ ვაჭარი ჯაბანნი ხართო“... ასე მოიხსენიებს რუსთაველი ჯაფარიძე-ხაზარაძისთანა ვაჭრებს!
ოღონდაც მათსა და ამ ჩვენი დროის ამ ბანკირ-მევახშეებს „შუა უზის დიდ ზღვარი“! სახელდობრ ისინი XII-XIII სს. მართალია „ჯაბანნი და ომის უმეცარი“ იყვნენ, მაგრამ ჯაფარიძე-ხაზარაძისაგან განსხვავებით ტყუილის თქმას და თაღლითობას არ კადრულობდნენ!

ნახეთ რა წამოროშა სასამართლოს მიერ დადგენილმა ხანდაზმულმა თაღლითმა ბადრი ჯაფარიძემ-მართალია ხალხს არ უყვარს(ჩვენ ვიტყვით ეზიზღება) ნაცები, მაგრამ რა პრობლემაა მათთან არჩევნების შემდეგ კოალიციის შეკვრაო!

მაშასადამე თავადაც მკაფიოდ ამტკიცებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომ თაღლითი და მატყუარა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში თაღლითია, რომ მის გამოსწორებას არასდროს საშველი არ ექნება!
თანაც მათ ემატება მათზე არანაკლები გახარია (თავად თქვა „ლელოსთან“ ყველაფერზე შეიძლება თანამშრომლობაო. აი ის უთავმოყვარეო გახარია, რომელსაც აგერ ახლა თავად ლელოელები თ ვ ა ლ თ ხ ა რ ი ა ს ეძახდნენ), რომელიც ნაცებს ჰპირდებოდა დაგასრულებთო და აგერ უკვე სამი წელია სხვადასხვა საკრებულოში ყოველდღიურ რეჟიმში "წარმატებით" თანამშრომლობს თვით პროფესიონალი თაღლითების: ხაზარაძე-ჯაფარიძისათვისაც კი გარეგნულად და ხალხის დასანახავად მაინც მიუღებელ ნაცებთან!
ამიტომაც მეგობრებო საარჩევნოდ უნიკალურ საცირკო მოვლენასთან გექნებათ საქმე!
არენაზეა
კოალიცია, უკოალიციოდ - „ხანდაზმულ- თაღლით- მატყუარა-უთავმოყვარეოთა ერთობა“!“ - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი