გია აბაშიძე: ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 19 ივნისი 2024, 10:45

ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს. საქმე ეხება მისი მოადგილის, დმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, იმის პარალელურად, რომ ოკუპანტი ანადგურებს უკრაინას, ქვეყანას შიგნიდან ხრავს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.

„ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს.
საქმე ეხება მისი მოადგილის, დმიტრი ვერბიცკის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. საეჭვოდ გამდიდრება და უამრავი დაფიქსირებული უძრავი ქონების შეძენა არარეალურად დაბალ ფასებში.
უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის ჭარბი დევნის ფონზე, გენერალური პროკურორის დაბარებას უმაღლესი რადას 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. კოსტინი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.
ოკუპანტი კრემლი ანადგურებს უკრაინას, ხოლო მას შიგნიდან ხრავენ უკრაინის ხელისუფლების გარეწრები. ყველაფერს ექნება დასასრული, მათ შორის ნაცდესანტის პარპაშს უკრაინაში. დროის ამბავია, რომელიც იწელება..." - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი