ვლადიმერ ბოჟაძე: ვისაც არ ეზარება, ყველა გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა - საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
483 24 ივნისი 2024, 19:20
ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა -  საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა,  - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო", მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს და საქართველო  კეთილდღეობის ინდექსში 2012  წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული.

"ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა -  საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა. 
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო", მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს.
164 ქვეყანა 4 კატეგორიად იყოფა: მაღალი თავისუფლება, ზომიერი თავისუფლება, თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. 2012 წლის შემდეგ შეფასება 6.68 პუნქტით გავაუმჯობესეთ და 73.38%-ით 50-ე ადგილზე ვართ.
საქართველო  კეთილდღეობის ინდექსში 2012  წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული, კეთილდღეობის შეფასება 6.36 პუნქტით  გაუმჯობესდა და 74.99%-ით 46-ე ადგილზე ვართ." - წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი