გია აბაშიძე: ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები - "ჩამოშლილ" და "გარუსებულ" მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 26 ივნისი 2024, 16:30
სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.
მისი განცხადებით, საქართველოს ფსევდო-მეგობრები კოგნიტურ დისონანსში არიან, ქვეყნის საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა, ჯიუტან განაგრძობენ ქართველი ერის წინააღმდეგ ქმედებებს.
"სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება. "ჩამოშლილ" და "გარუსებულ" მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა. კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდომეგობრები ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა ჯიუტად განაგრძობენ მავნებლურ "შტრაიკბრეხერობას" ქართველი ერის წინააღმდეგ. ამგვარი პოზიციონირებით, ელექტორალურად მათთვის სასურველი შედეგი ვერასდროს იქნება საქართველოში. ამჯერად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში, ხოლო ტალინში მდებარე „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდის“ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში საქართველომ მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა." - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი