ედიშერ გვენეტაძე: ნაცმოძრაობის „ნათელი“ სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და საკუთარი ქვეყნისა დასჯას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
447 28 ივნისი 2024, 14:04

ნაცმოძრაობის "ნათელი" სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

„ნაცმოძრაობის "ნათელი" სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ ვიღაც უკრაინელ გონჩარენკოებთან და სხვა ბალტიისპირელ სუბიექტებთან ალიანსში საკუთარი ქვეყნისა დასჯას!
რამაც მომავალში აუცილებლად უნდა გამოიწვიოს საქართველოს ომში ჩართვა, მოსახლეობის გაჟლეტა და ქვეყნის სრული განადგურება!
ხოლო თანამედროვე ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილებისათვის დოლარ-ევროები და უცხოეთში ფეშენებლურ ვილებში ცხოვრება!
ასე არის ამჯერადაც!
სახელდობრ ორი - კაცად და ქალად ვერ შემდგარი არსება. გვარად: წითლიძე და ბეჟაშვილი ანუ მოღალატე კოლექტიური ნაცფარსადანები გულამოვარდნილნი ჩავარდნენ "ბრიუსელსა შინა"!.
უმალ დააბეზღეს ის ქვეყანა, რომელშიც სამწუხაროდ დაბადებულნი არიან და ითხოვეს საქართველოსათვის სანქციების დაწესება!
იქაურებმა მოუსმინეს სამშობლოს მოძულეებს და როგორც "არსენას" ხალხურ ლექსშია ნათქვამი!
სახალხო გმირის გამყიდველ-ნათლიმამ ფარსადანივით "ერთი ორიოდე პანღურ-ჭიტლაყი ამოჰკრეს და გამოაგდესა"!
ასეთია უსამშობლო-მოღალატეთა სამარცხვინო ხვედრი ყველგან და ყოველთვის!
ყველა დროსა და ყველა სივრცეში!“-წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი