დავით ქართველიშვილი „ევრო 2024“-ზე საქართველოს მონაწილეობაზე: პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ფაქტობრივად „მტრის ზურგში" იყო ჩასული, არც არაფერს აკლებდნენ ჩვენს ბიჭებს და მწვრთნელს ადგილობრივი გესლიანი სვავები და ლეშიჭამიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 01 ივლისი 2024, 12:38
ევრო 2024“-ზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ესპანეთთან გამართული მატჩი შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ყოველი დასასრულით რაღაც ახალი იწყება. 

დავით ქართველიშვილმა ტურნირზე საქართველოს მონაწილეობა  პოლიტიკურ ჭრილშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ  საქართველო „მტრის ზურგში" გადასროლილ დესანტს ჰგავდა, რომელსაც ჩასაფრებულები „კეთილმოსურნეები“ ესხმოდნენ თავს. კარგი და საიმედო აქ ისაა, რომ როგორც  ქართველიშვილი წერს, ყველას პასუხი ტრიბუნებიდან და მოედანზე ერთიანობის დემონსტრირებით გაეცა. 

„ყოველი დასასრულით რაღაც ახალი იწყება. ღირსების და თვითმყოფადობის დეფიციტში ჩვენს გუნდს ვერავინ დაადანაშაულებს. თვით ესპანეთიც კი, პირველ ტაიმში აშკარად „სასოწარკვეთილ დიასახლისებს" დავამსგავსეთ და ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოვიყვანეთ. რომ არა ჩვენს კარებში წესების დარღვევით გასული ბურთი პირველი ტაიმის მიწურულს, ჩვენი ბიჭებიც უფრო მოტივირებულები გამოჩნდებოდნენ მეორე ტაიმში, სადაც უკვე ჩატარებული უმძიმესი ტურნირის და ურთულესი მოწინააღმდეგეების გამო, ბუნებრივი გადაღლა დაგვეტყო. 
ჩემთვის ამ ტურნირის მშვენება გახდებოდა კვარას მიერ თავდაჯერებული მეტოქისთვის მინდვრის ცენტრიდან გატანილი ბურთი - მაგრამ ამის გარეშეც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გმირ-ბიჭებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ფაქტობრივად „მტრის ზურგში" იყო ჩასული, არც არაფერს აკლებდნენ ჩვენს ბიჭებს და მწვრთნელს ადგილობრივი გესლიანი სვავები და ლეშიჭამიები. აი ყველა ესენი ერთად აღებულები კი, ჩვენ ნამდვილად დავამარცხეთ ტრიბუნებიდანაც და საფეხბურთო მოედანზე. და ამ წინსვლას ვეღარავინ შეაჩერებს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი