გია ვოლსკი - არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 01 ივლისი 2024, 16:34

არ მეგონა, გიორგი გახარია თუ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ, იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა - რა სისულელეებს ლაპარაკობს! რა შიკრიკი?! ბატონი გახარია ზრდილობასთან ერთად, ლოგიკასაც მოისაკლისებს! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში “პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, ვისზეც გახარიამ ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია და რატომ არ გაავრცელა აღნიშნული ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია თავად სუს-მა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “მსოფლიოში არსებული საკმაოდ რთული ვითარება, ასევე, სამსახურების სპეციფიკა, შესაძლოა, იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარი პრესრელიზი არ გავრცელდეს“.

კითხვაზე, ლილუაშვილმა აშშ-დან ჩამოიტანა თუ არა ინფორმაცია აშშ-ს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ეს პარტიული ვიზიტი არ იყო, ლილუაშვილი პარტიის აქტივისტს არ წარმოადგენს და პარტნიორებთან გაცილებით უფრო სიღრმისეული საკითხებია განსახილველი, რაც უსაფრთხოებას ეხება“.

“სპეციალურ სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურებს შორის ძალიან ინტენსიური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, რაც მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის, სხვადასხვა საფრთხეების დაძლევის მიმართულებით. თუ ლილუაშვილი აშშ-ში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდა, არ ვიცი, ამას შიკრიკი რატომ ჰქვია. უშიშროების სამსახურს რაც ევალება, იმას აკეთებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ
თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ
მარიამ გრიგოლიშვილი: გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში
ეკა სეფაშვილი: ძაღლებზე ატეხილი ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ
არქივი