დავით ქართველიშვილი: წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან - არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა - უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 02 ივლისი 2024, 10:18

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ - მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო ბევრს ნახავთ“ - სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს - „ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა“.

მისივე თქმით, პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე ბევრი სმენია, მაგრამ ბლინკენთან დაკავშირებით, რაღაც ახალია.

„ბაიდენ/ტრამპის დებატების შემდეგ ყველაფერს ველოდი, ამ განცხადების გარდა. ასეთი ხანგრძლივი აღშფოთებული შეშფოთებების ფონზე ვინმეს ინსულტმა არ დაარტყას, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ამ ცოდვის აღება საკუთარ თავზე რატომ უნდა გინდოდეს? არადა სიტუაცია სულ უფრო ანეკდოტურია, წარმოიდგინეთ 5 ნოემბერს ბლინკენს ეუბნებიან - არჩევნები წავაგეთო. რა დროს ეგაა - უპასუხებს ბლინკენი, იმათ კანონი მაინც არ გაიწვიესო? პოლიტიკაში კლასიკური ტიპის შიზოფრენიაზე კი მსმენია, მაგრამ ასეთი აშკარა ტიპის?“ - წერს დავით ქართველიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი